1.პროექტის სახელწოდება: ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია
2.პროექტის მთავარი იდეა: ტაო-კლარჯეთის ძეგლების ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა, ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში ,რომ გაემგზავრონ ტაო- კლარჯეთში, მოინახულონ მდ.ჭოროხს იქით მცხოვრები ,,ჩვენებურები”, შეიტყონ მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღნიშნული ისტორიული ძეგლების წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ, გადაიღონ ფილმი და დაბრუნებისას მოახდინონ ამ ძეგლების პოპულარიზაცია.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს დაუგროვდებათ საინტერესო მასალები ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების შესახებ, გაუჩნდებათ სურვილი, წვლილი შეიტანონ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოფრთხილებაში ,დაცვასა და პოპულარიზაციაში.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან ,რომ ტაო-კლარჯეთის სახელწოდებით აღინიშნება ძველი ქართული ისტორიული მხარეები, რომელთა უმეტესობა ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. ეს ტერიტორია სამხრეთ საქართველოს შეადგენდა და მასში შედიოდა: სპერი, თორთუმი, კლარჯეთი, ტაო , შავშეთი, არტაანი,კოლა, სამცხე, ჯავახეთი... საქართველოსთვის ტაო- კლარჯეთი, უპირველეს ყოვლისა, ღირსშესანიშნავია სამი ძირითადი მოვლენით: 1.საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება პირველად ამ გზით შემოვიდა; 2.ერთიან ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოს აქ ჩაეყარა საფუძველი; 3. აქ შეიქმნა ქართული კულტურის საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების, სასულიერო მწერლობის , მონუმენტური ფერწერის და სხვა უმნიშვნელოვანესი ძეგლები.
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წლები
.6.ვადები/ხანგრძლივობა: 8 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეითვისებენ, რომ ეს მხარე ყველა ქართველისათვის განსაკუთრებით ძირფასია და ცნობილი, როგორც წმ. გრიგოლ ხანძთელის სამოღვაწეო ასპარეზი, სადაც მან და მისმა მოწაფეებმა არაჩვეულებრივი მასშტაბით გაშალეს სამონასტრო მოძრაობა- ახალი მონასტრების დაარსება და ძველების განახლება. ტაო- კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებობდა ორ-ორი საეპისკოპოსო კათედრა : კლარჯეთში -ანჩი და ტბეთი, ხოლო ტაოში იშხანი და ბანა. ისინი გაუქმნდა მე-18 საუკუნეში ოსმალეთის ხელისუფლების გაბატონების გამო. მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი, მოინახულონ ისტორიული ტაო-კლარჯეთი, მოიძიონ ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ეპარქიების ისტორია და შეადგინონ ერთგვარი კრებული ამის შესახებ, შეიტანონ თავიანთი მოკრძალებული წვლილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები- 1) ვალერი სილოგავა, კახა შენგელია ,,ტაო-კლარჯეთი”. თბ. 2006წ. 2)საქართველოს ისტორია -რედ.ნ.ასათიანი 1988წ. 3) ივ. ჯავახიშვილი ,,მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის”. 4) ვიდეო-კამერა. 5)ციფრული ფოტო-აპარატი. 6)ლეპ-ტოპი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად .1-ლი ჯგუფი შეისწავლის საქართველოს ძირძველი კუთხის ტაო-კლარჯეთის ისტორიასა და გეოგრაფიას, მოიძიებს ინფორმაციას იქ არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ. მე-2 ჯგუფი გაეცნობა და გამოიკვლევს ამ კუთხეში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის, მეტყველებას,იქ შემორჩენილ ლეგენდებებსა და თქმულებებს. მე-3 ჯგუფი გაეცნობა გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” წარმოდგენილი წმინდანების მოღვაწეობას,მოიძიებს ფოტო-მასალას, მოაწყობს გამოფენას, გამოსცემს ბროშურებს. მე-4 ჯგუფი შეაჯერებს წინა ჯგუფების მიერ მოძიებულ ინფორმაციას სამეცნიერო, ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურასთან. გამოკვლეული მასალის საფუძველზე შეადგენენ ბუკლეტებს მოცემული ისტორიული ძეგლების შესახებ,რათა ხელი შეუწყონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შემდგომ დაცვასა და პოპულარიზაციას . მთლიანი კლასი დაამუშავებს საექსკურსიო მარშრუტს და გაემგზავრება ტაო-კლარჯეთში.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს ქართულ ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ისტ-ში და გამოიკვლევენ ხელოვნებისა და საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს. ქართულში: ისწავლიან აზრის დალაგებულად გადმოცემას, გამართულად წერას, შთაბეჭდილების გამოხატვას და გაზიარებას, პრეზენტაციების გაკეთებას, მოიძიებენ თქმულებებსა და ლეგენდებს. გეოგრაფიაში: გაეცნობიან ტაო-კლარჯეთში არსებული ისტორიული ძეგლების ადგილმდებარეობას, გამოიკვლევენ ჰავას,კლიმატს, იქ არსებულ მდინარეებს და ა.შ. ისტორიაში: გაეცნობიან ეპოქას, როცა მოღვაწეობდნენ წმ. გრიგოლ ხანძთელი და მისი ძმები, შეიტყობენ მათს წვლილს საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში, ჩამოუყალიბდებათ ისტორიული კვლევის უნარები. ისტ-ი: ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციებს, დაამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით და ამ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
11. პროექტის ხელმძღვანელი : მზია ეგიაშვილი, ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mziaegiashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment