Sunday, May 27, 2012

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და გეოგრაფიაში


                    
1.
ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები
ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი, გეოგრაფია-ირმა ქაფიანიძე, ი ს ტ-ი ბადრი კაპანაძე
2.
გაკვეთილის თემა
ქართული ლიტერატურა-,,ემიგრანტები”,
გეოგრაფია-გარემიგრაციული პროცესები საქართველოში

3.
სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო
IX-
4.
.მოსწავლეთა რაოდენობა
25
5.
გაკვეთილის მიზანი და განსავითარებელი უნარები


ქართული ლიტ.:მოსწავლეები გაეცნობიან ემიგრანტების ცხოვრებასა და მათს სულიერ მდგომარეობას მხატვრული ნაწარმოებების მიხედვით; აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს; შეძლებენ დისკუსიის წარმართვას; მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით;  შეძლებენ საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვას;

გეოგრაფია: მოსწავლეები შეძლებენ ახსნან საქართველოში არსებული გარემიგრაციული პროცესების მიზეზები საუკუნეების მიხედვით ( შუა, XIX, XX, თანამედროვე) და დაუკავშირონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს; წარმოადგენენ მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს; იმსჯელებენ გარემიგრაციული  პროცესების შედეგად გამოწვეული ცვლილებებისა და გაუმჯობესების შესაძლო გზებზე; მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები.


მოსწავლეები განამტკიცებენ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს; პრეზენტაციის დროს ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები;
6.
ე ს გ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
ქართ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
     *მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან.
ქართ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება
    *ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები.
     * საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდეგში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის.
ქართ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
     *აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ/დამაინტერესებელ საშუალებას.

გეოგრ. IX.6.1. აანალიზებს საქართველოს მოსახლეობის გარემიგრაციის პროცესებს და აკეთებს პროგნოზებს.
      *მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე,ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს.
გეოგრ.IX.6.2. კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას ( კლასში, სკოლაში, სანათესაოში, სამეზობლოში). მსჯელობს მიგრაციული პროცესის განვითარებაზე და შედეგებს წარმოადგენს კლასის წინაშე.
გეოგრ.IX.6.8. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოში გარემიგრაციულ პროცესებზე. მსჯელობს სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.


7.
წინასწარი ცოდნა
ქართ. -მოსწავლეებმა იციან ტერმინი ,,ემიგრაცია”, იცნობენ მხატვრულ ნაწარმოებებს ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ.
გეოგრაფია: მოსწავლეებმა იციან, რა არის მიგრაცია, მიგრაციის სახეები, მისი გამომწვევი მიზეზების ტიპები.
ისტ-ი: მოსწავლეებმა იციან ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა. იციან სლაიდ-შოუს მომზადება და  ჩვენება Power Point-ის გამოყენებით.
8.
შეფასება

განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე.

9.
საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა
ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; გამოყენებული მასალა: საქართველოს რუკა, მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ფორმატები, მარკერები, ჭიკარტები, ცარცი, დაფა;

ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი.
გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ.

საქართველოს გეოგრაფია IX კლასის სახელმძღვანელო.  ავტორ-შემადგენლები:ნ. ბერუჩაშვილი, ზ. დავითაშვილი,
ნ. ელიზბარაშვილი.  გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე”.


10.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო
             გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.
(გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას)
კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 4 ჯგუფად. თითო ჯგუფში იქნება 6 -7 მოსწავლე.
                                    A ფაზა (გამოწვევა)
  (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ.                            
აქტივობა1.  მონიტორზე ნაჩვენებია ფრაზა: ,,შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ დაპატარავდი”.
ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს, იმუშაონ ფორმატებზე და წარმოადგინონ ამ ფრაზის აზრი.(2წთ.)
აქტივობა 2.ჯგუფები მუშაობენ. (10 წთ.)
აქტივობა 3. ნამუშევრების პრეზენტაცია.(8წთ.)

                                    B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
აქტივობა 4. გეოგრაფიის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს, იმუშაონ და წარმოადგინონ საუკუნეების მიხედვით მიგრაციის გამომწვევი მიზეზები.(3წთ.)
აქტივობა 5. ჯგუფები მუშაობენ.(10 წთ.)
აქტივობა6. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ სლაიდ-შოუს ჩვენებით Power Point-ის გამოყენებით. (10წთ.)
აქტივობა 7.ქართულის მასწავლებელი  ჯგუფებს ავალებს წარმოადგინონ მხატვრულ ნაწარმოებებში, კინემატოგრაფიაში როგორ აისახა მიგრაციის შედეგები. (2წთ.)
აქტივობა 8. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ კომპიუტერის დახმარებით.(10წთ.)
აქტივობა 9. გეოგრაფიის მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს წარმოადგინონ წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგები მიგრაციასთან დაკავშირებით. (2წთ.)
აქტივობა 10. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას წარმოდგენილ მასალაზე (5წთ.)


                                   C ფაზა (გამთლიანება)
აქტივობა 11. კლასში იმართება დისკუსია თემაზე: ,,უნდა წავიდნენ თუ არა ემიგრაციაში საქართველოდან?”(10წთ.)
აქტივობა 12.(3, 2, 1) მოსწავლეებს ევალებათ წერილობით ჩამოაყალიბონ 3 საკითხი, რომლებიც მოეწონათ საგაკვეთილო პროცესში, 2 საკითხი, რომლებიც არ მოეწონათ, 1 საკითხი, რომელსაც შეცვლიდნენ. ნაწერები გამოიფინება  თვალსაჩინო ადგილას. (10წთ.)
ყველას მიეცემა საშუალება, გაკვეთილის დამთავრებისას ,,იმოგზაურონ გალერეაში”.
    საშინაო დავალება- დაწერონ ჩანახატი: (5წთ.)                
     ...ნელ-ნელა ხვდებოდი, თუ სადაური ხდებოდი,
        ენას ავიწყდებოდი, სხვა მიწაზე რჩებოდი....


გაკვეთილის ჩატარების თარიღი:

24.02.2012წ.

1 comment:

  1. Casinos With Slot Machines Near Me - JeTHub
    Find your 고양 출장안마 nearest Casino & Gaming venue 오산 출장마사지 near you 영주 출장샵 in our map. The most popular 시흥 출장안마 casino 충주 출장마사지 near you is the Harrah's Cherokee Casino.

    ReplyDelete