გაკვეთილის გეგმა ,,ნახატებიდან ანბანამდე "
გაკვეთილის მთავარი თემა | ნახატებიდან ანბანამდე |
ინტეგრირებული საგნების პედაგოგების სახელები და გვარები | ქართული ლიტერატურა : მზია ეგიაშვილი, ისტორია : ლელა ჩიტორელიძე , ი ს ტ -ი: ბადრი კაპანაძე . |
სწავლების საფეხური | 1-ლი საფეხური ; VI კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | კლასში არის 26 მოსწავლე; არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები. |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | მოსწავლეები თავიანთი მოძიებული მასალებით და თვალსაჩინოებებით შეისწავლიან როგორ შეიქმნა დამწერლობა დედამიწაზე და კერძოდ , საქართველოში. მეტ ცოდნას მიიღებენ ქართული ანბანის შემქმნელის შესახებ. ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ ნასწავლს: ისტორია:რა ისწავლეს მსოფლიოში დამწერლობის დასაწყისის შესახებ. მოსწავლეები შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ერების დამწერლობასა და გაანალიზებენ გაიარა თუ არა ყველა ერმა დამწერლობის განვითარების ის საფეხურები, რომლებზეც გაკვეთილზე იყო საუბარი . საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს დამწერლობის გაჩენას კაცობრიობისათვის . პრეზენტაციის დროს ჩამოუყალიბდებათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარი . ლიტერატურა: რა ისწავლეს ქართული დამწერლობის შესახებ . შეადარებენ ქართულ დამწერლობას სხვა ქვეყნების დამწერლობებს . საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ ფარნავაზის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე .გამოიმუშავებენ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს . პრეზენტაციის დროს ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები . |
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები : | ქართული : VI . 2 .მოსწავლე ავლენს მხატვრული ტექსტის ხმარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარს . *მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე .*აფასებს პერსონაჟის ქმედებას კონფლიქტური, წინააღმდეგობრივი ხასიათის ეპიზოდებში . *ქართული VI.5.მოსწავლე ეფექტურად იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფურ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს . * ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს , წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას. *შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას . ისტორია VI.1. ესმის ქრონოლოგიური ერთეულებისა ( წელიწადი , საუკუნე , ათასწლეული ) და წელთაღრიცხვის სისტემა (ძველი და ახალი ერა ) *ისტორიულ და გეოლოგიურ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით .*იყენებს ტერმინებს : ,,ჩვენს წელთაღრიცხვამდე ,” ,,ქრისტეს დაბადებამდე,” ,,ახალი ერა ,” ,,ჩვენი წელთაღრიცხვით .“ ისტორია VI .12 .მსჯელობს კომუნიკაციების განვითარებაზე უძველესი დროიდან დღემდე. *კლასში ჯგუფური მუშაობისას უკავშირებს სხვადასხვა დამწერლობას იმ ერებს , რომლებიც ამ დამწერლობით სარგებლობენ . ისტი : მოსწავლეები გაკვეთილზე შეძლებენ ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას . *მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მოპოვებული მასალის მიზნობრივად გამოყენება . *ისტის გამოყენებით შეუძლია პრეზენტაციის უნარ - ჩვევების შეძენა |
წინასწარი ცოდნა | ისტორია :მოსწავლეებმა იციან რა არის პიქტოგრამები , იეროგლიფები - რაში გამოიყენებოდა ისინი ანბანის შექმნამდე . ქართ.ლიტერატურა : იციან საქართველოში ანბანის შექმნის ისტორია . იცნობენ ფარნავაზის ცხოვრებას . ისტი :იციან ინტერნეტში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა .შეუძლიათ იმუშაონ Word-ში , Power-Point-ში . |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ. გაკვეთილის სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია ფორმატზე და თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული. A ფაზა პროვოცირება 5 წთ. ვაჩვენებ სლაიდ-შოუს . აქტივობა 1 .კლასში მოსწავლეებისაგან შეიქმნება 4 ჯგუფი. 2 ჯგუფს დაერქმევა ,,ისტორიკოსები”, 2 ჯგუფს -,,ლიტერატორები”.ჯგუფებს ურიგდებათ ფორმატები,მარკერები.5წთ. B ფაზა აქტივობა 2. ისტორიის მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას დამწერლობის დასაწყისის შესახებ .5წთ. აქტივობა 3. კლასს ეძლევა დავალება აღწერონ დამწერლობის 1-ლი საფეხური .5 წთ. აქტივობა 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ ,,ისტორიკოსების” ჯგუფის პრეზენტატორი წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს . პროექტორით აჩვენებს ინტერნეტით მოძიებულ მასალას. (სლაიდ შოუ) 5 წთ. ,,ლიტერატორების”ჯგუფის წარმომადგენელი შეაფასებს პრეზენტატორს წინასწარ მომზადებული რუბრიკით. 5 წთ. აქტივობა 5.კლასს ეძლევა დავალება ფანტაზიით იმოგზაუროს იმ ქვეყნებში, სადაც არ იყო დამწერლობა. 5 წთ. აქტივობა 6. დავალების შესრულების შემდეგ ,,ლიტერატორების”ჯგუფების პრეზენტატორები აღწერენ იმ გარემოს , იმ ადამიანებს , რომლებიც ,,მოგზაურობის” დროს ნახეს. წარმოადგენენ ჯგუფში შესრულებულ ნახატებს ამ თემასთან დაკავშირებით.5წთ ,,ისტორიკოსები” შეაფასებენ ,,ლიტერატორებს”5 წთ. აქტივობა 7.კლასს ეძლევა დავალება : ,,დამწერლობის განვითარების შემდგომი საფეხურები მსოფლიოში”5წთ. აქტივობა 8. ,,ისტორიკოსები” აკეთებენ პრეზენტაციას. 5წთ. ,,ლიტერატორები” აფასებენ 5 წთ. აქტივობა 9. ლიტერატურის მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას საქართველოში დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ.5წთ. აქტივობა 10.კლასს ეძლევა დავალება ისაუბრონ საქართველოში დამწერლობის შემქმნელის შესახებ.5წთ. აქტივობა 11. ,,ლიტერატორები” პროექტორით აჩვენებენ ინტერნეტით მოძიებულ ფარნავაზის პორტრეტს და საუბრობენ მისი ღვაწლის შესახებ ქართველი ერის წინაშე . 5წთ. აქტივობა 12. ,,ისტორიკოსები“ შეაფასებენ ,,ლიტერატორებს”. 5წთ. C ფაზა აქტივობა 13.მოსწავლეები აცოცხლებენ ეპოქას ნახატებიდან ანბანამდე და აჯამებენ ნასწავლს ანბანის შექმნის შესახებ საქართველოში. საშინაო დავალება : ,,თანამედროვე პირობებში რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ პიქტოგრამები , იეროგლიფები , ანბანური დამწერლობა.” |
შეფასების საგანი და პროცედურები: | მასწავლებლის მიერ განმავითარებელი შეფასება,მისი დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე , მუშაობის პროცესზე. განმსაზღვრელი შეფასებით ჯგუფები შეაფასებენ ერთმანეთს წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკით .(თითოეული კრიტერიუმი ფასდება 2 ქულით.) |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | მშობლიური ლიტერატურა : VI კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენლები: ვახტანგ როდონაია,ენგურ ქურციკიძე . ,, დედა ისტორია” 1-ლი ტომი , ავტორი ლევან სანიკიძე . ძველი მსოფლიოს ისტორია VI კლასის სახელმძღვანელო. ავტორები : ქეთევან თვალიაშვილი ,ცირა ჩიკვაიძე. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი 1-ლი .ქართული საბჭოთა ენციკლოპედია .ინტერნეტიდან გამოყენებულია კომპიუტერული პროგრამები და ვებ გვერდები: Microsoft office , Excel , Word , Power-Point , google. ტექნიკა-ინსტრუმენტები: კომპიუტერი , პროექტორი , ციფრული ფოტო -აპარატი ,ციფრული ვიდეო-კამერა , DVD დისკი. გამოყენებული მასალები : ფორმატები , მარკერები ,ჭიკარტები, ცარცი , დაფა . |
No comments:
Post a Comment