Sunday, May 27, 2012

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა ,,ნახატებიდან ანბანამდე "


გაკვეთილის გეგმა ,,ნახატებიდან ანბანამდე "

გაკვეთილის მთავარი თემანახატებიდან ანბანამდე
ინტეგრირებული საგნების პედაგოგების სახელები და გვარებიქართული ლიტერატურა : მზია ეგიაშვილი,
ისტორია :  ლელა ჩიტორელიძე ,
ი ს ტ -ი: ბადრი კაპანაძე .
სწავლების საფეხური1-ლი საფეხური ;  VI კლასი
მოსწავლეთა პროფილიკლასში არის 26 მოსწავლე; არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობამოსწავლეები თავიანთი მოძიებული მასალებით და თვალსაჩინოებებით  შეისწავლიან როგორ შეიქმნა დამწერლობა დედამიწაზე და კერძოდ , საქართველოში. მეტ ცოდნას მიიღებენ ქართული ანბანის შემქმნელის შესახებ. ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ ნასწავლს:
ისტორია:რა ისწავლეს მსოფლიოში დამწერლობის დასაწყისის შესახებ. მოსწავლეები შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ერების დამწერლობასა და გაანალიზებენ გაიარა თუ არა ყველა ერმა დამწერლობის განვითარების  ის საფეხურები, რომლებზეც გაკვეთილზე იყო საუბარი . საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს დამწერლობის გაჩენას კაცობრიობისათვის . პრეზენტაციის დროს ჩამოუყალიბდებათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარი .
ლიტერატურა: რა ისწავლეს ქართული დამწერლობის შესახებ . შეადარებენ ქართულ დამწერლობას სხვა ქვეყნების დამწერლობებს . საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ ფარნავაზის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე .გამოიმუშავებენ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს . პრეზენტაციის დროს ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები .
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები :ქართული : VI . 2 .მოსწავლე ავლენს მხატვრული ტექსტის ხმარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარს .
*მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე .*აფასებს პერსონაჟის ქმედებას კონფლიქტური, წინააღმდეგობრივი ხასიათის ეპიზოდებში .
*ქართული VI.5.მოსწავლე ეფექტურად იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფურ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს .
 * ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს , წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას.
*შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას .
ისტორია VI.1. ესმის ქრონოლოგიური ერთეულებისა ( წელიწადი , საუკუნე , ათასწლეული ) და წელთაღრიცხვის სისტემა (ძველი და ახალი ერა )
*ისტორიულ და გეოლოგიურ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით .*იყენებს ტერმინებს : ,,ჩვენს წელთაღრიცხვამდე ,” ,,ქრისტეს დაბადებამდე,” ,,ახალი ერა ,” ,,ჩვენი წელთაღრიცხვით .“
ისტორია VI .12 .მსჯელობს კომუნიკაციების განვითარებაზე უძველესი დროიდან დღემდე.
*კლასში ჯგუფური მუშაობისას უკავშირებს სხვადასხვა დამწერლობას იმ ერებს , რომლებიც ამ დამწერლობით სარგებლობენ .
ისტი : მოსწავლეები გაკვეთილზე შეძლებენ ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას .  *მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მოპოვებული მასალის მიზნობრივად გამოყენება .
*ისტის გამოყენებით შეუძლია პრეზენტაციის უნარ - ჩვევების შეძენა
წინასწარი  ცოდნაისტორია :მოსწავლეებმა იციან რა არის პიქტოგრამები , იეროგლიფები - რაში გამოიყენებოდა ისინი ანბანის შექმნამდე .
ქართ.ლიტერატურა : იციან საქართველოში ანბანის შექმნის ისტორია . იცნობენ ფარნავაზის ცხოვრებას .
ისტი :იციან ინტერნეტში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა .შეუძლიათ იმუშაონ Word-ში ,      Power-Point-ში .
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.      გაკვეთილის სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია ფორმატზე და თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული.
A ფაზა
პროვოცირება  5 წთ.
ვაჩვენებ სლაიდ-შოუს .
აქტივობა 1 .კლასში მოსწავლეებისაგან შეიქმნება 4 ჯგუფი. 2 ჯგუფს დაერქმევა ,,ისტორიკოსები”, 2 ჯგუფს -,,ლიტერატორები”.ჯგუფებს ურიგდებათ ფორმატები,მარკერები.5წთ.
B  ფაზა
აქტივობა 2. ისტორიის მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას დამწერლობის დასაწყისის შესახებ .5წთ.                  აქტივობა 3. კლასს ეძლევა დავალება აღწერონ დამწერლობის 1-ლი საფეხური .5 წთ.
აქტივობა 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ ,,ისტორიკოსების” ჯგუფის პრეზენტატორი წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს .  პროექტორით აჩვენებს ინტერნეტით მოძიებულ მასალას. (სლაიდ შოუ) 5 წთ.
,,ლიტერატორების”ჯგუფის წარმომადგენელი შეაფასებს პრეზენტატორს წინასწარ მომზადებული რუბრიკით.   5 წთ. 
 აქტივობა 5.კლასს ეძლევა დავალება ფანტაზიით იმოგზაუროს იმ ქვეყნებში, სადაც არ იყო დამწერლობა. 5 წთ.
აქტივობა 6. დავალების შესრულების შემდეგ ,,ლიტერატორების”ჯგუფების პრეზენტატორები აღწერენ იმ გარემოს , იმ ადამიანებს , რომლებიც ,,მოგზაურობის” დროს ნახეს. წარმოადგენენ ჯგუფში შესრულებულ ნახატებს ამ თემასთან დაკავშირებით.5წთ
,,ისტორიკოსები” შეაფასებენ ,,ლიტერატორებს”5 წთ.
აქტივობა 7.კლასს ეძლევა დავალება : ,,დამწერლობის განვითარების შემდგომი საფეხურები მსოფლიოში”5წთ.
აქტივობა 8. ,,ისტორიკოსები” აკეთებენ პრეზენტაციას. 5წთ. ,,ლიტერატორები” აფასებენ 5 წთ.
აქტივობა 9. ლიტერატურის მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას საქართველოში დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ.5წთ.
აქტივობა 10.კლასს ეძლევა დავალება ისაუბრონ საქართველოში დამწერლობის შემქმნელის შესახებ.5წთ.
აქტივობა 11. ,,ლიტერატორები” პროექტორით აჩვენებენ ინტერნეტით მოძიებულ ფარნავაზის პორტრეტს და საუბრობენ მისი ღვაწლის შესახებ ქართველი ერის წინაშე . 5წთ.
 აქტივობა 12. ,,ისტორიკოსები“ შეაფასებენ ,,ლიტერატორებს”. 5წთ.
C    ფაზა
აქტივობა 13.მოსწავლეები აცოცხლებენ ეპოქას ნახატებიდან ანბანამდე და აჯამებენ ნასწავლს ანბანის შექმნის შესახებ საქართველოში.
საშინაო დავალება : ,,თანამედროვე პირობებში რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ პიქტოგრამები , იეროგლიფები , ანბანური დამწერლობა.”
შეფასების საგანი და პროცედურები:მასწავლებლის  მიერ განმავითარებელი  შეფასება,მისი  დაკვირვება  მოსწავლეთა აქტივობასა  და  ქცევაზე , მუშაობის  პროცესზე. განმსაზღვრელი  შეფასებით ჯგუფები შეაფასებენ ერთმანეთს წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკით .(თითოეული კრიტერიუმი ფასდება 2 ქულით.)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები მშობლიური ლიტერატურა : VI კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენლები: ვახტანგ როდონაია,ენგურ ქურციკიძე .    ,, დედა ისტორია” 1-ლი ტომი , ავტორი ლევან სანიკიძე . ძველი მსოფლიოს ისტორია  VI კლასის სახელმძღვანელო. ავტორები : ქეთევან თვალიაშვილი ,ცირა ჩიკვაიძე. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი 1-ლი .ქართული საბჭოთა ენციკლოპედია .ინტერნეტიდან გამოყენებულია კომპიუტერული პროგრამები და ვებ გვერდები: Microsoft office , Excel , Word , Power-Point , google.
ტექნიკა-ინსტრუმენტები: კომპიუტერი , პროექტორი , ციფრული ფოტო -აპარატი ,ციფრული ვიდეო-კამერა , DVD დისკი.  გამოყენებული მასალები : ფორმატები , მარკერები ,ჭიკარტები, ცარცი , დაფა .

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და გეოგრაფიაში


                    
1.
ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები
ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი, გეოგრაფია-ირმა ქაფიანიძე, ი ს ტ-ი ბადრი კაპანაძე
2.
გაკვეთილის თემა
ქართული ლიტერატურა-,,ემიგრანტები”,
გეოგრაფია-გარემიგრაციული პროცესები საქართველოში

3.
სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო
IX-
4.
.მოსწავლეთა რაოდენობა
25
5.
გაკვეთილის მიზანი და განსავითარებელი უნარები


ქართული ლიტ.:მოსწავლეები გაეცნობიან ემიგრანტების ცხოვრებასა და მათს სულიერ მდგომარეობას მხატვრული ნაწარმოებების მიხედვით; აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს; შეძლებენ დისკუსიის წარმართვას; მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით;  შეძლებენ საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვას;

გეოგრაფია: მოსწავლეები შეძლებენ ახსნან საქართველოში არსებული გარემიგრაციული პროცესების მიზეზები საუკუნეების მიხედვით ( შუა, XIX, XX, თანამედროვე) და დაუკავშირონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს; წარმოადგენენ მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს; იმსჯელებენ გარემიგრაციული  პროცესების შედეგად გამოწვეული ცვლილებებისა და გაუმჯობესების შესაძლო გზებზე; მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები.


მოსწავლეები განამტკიცებენ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს; პრეზენტაციის დროს ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები;
6.
ე ს გ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
ქართ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
     *მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან.
ქართ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება
    *ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები.
     * საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდეგში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის.
ქართ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
     *აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ/დამაინტერესებელ საშუალებას.

გეოგრ. IX.6.1. აანალიზებს საქართველოს მოსახლეობის გარემიგრაციის პროცესებს და აკეთებს პროგნოზებს.
      *მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე,ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს.
გეოგრ.IX.6.2. კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას ( კლასში, სკოლაში, სანათესაოში, სამეზობლოში). მსჯელობს მიგრაციული პროცესის განვითარებაზე და შედეგებს წარმოადგენს კლასის წინაშე.
გეოგრ.IX.6.8. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოში გარემიგრაციულ პროცესებზე. მსჯელობს სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.


7.
წინასწარი ცოდნა
ქართ. -მოსწავლეებმა იციან ტერმინი ,,ემიგრაცია”, იცნობენ მხატვრულ ნაწარმოებებს ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ.
გეოგრაფია: მოსწავლეებმა იციან, რა არის მიგრაცია, მიგრაციის სახეები, მისი გამომწვევი მიზეზების ტიპები.
ისტ-ი: მოსწავლეებმა იციან ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა. იციან სლაიდ-შოუს მომზადება და  ჩვენება Power Point-ის გამოყენებით.
8.
შეფასება

განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე.

9.
საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა
ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; გამოყენებული მასალა: საქართველოს რუკა, მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ფორმატები, მარკერები, ჭიკარტები, ცარცი, დაფა;

ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი.
გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ.

საქართველოს გეოგრაფია IX კლასის სახელმძღვანელო.  ავტორ-შემადგენლები:ნ. ბერუჩაშვილი, ზ. დავითაშვილი,
ნ. ელიზბარაშვილი.  გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე”.


10.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო
             გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.
(გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას)
კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 4 ჯგუფად. თითო ჯგუფში იქნება 6 -7 მოსწავლე.
                                    A ფაზა (გამოწვევა)
  (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ.                            
აქტივობა1.  მონიტორზე ნაჩვენებია ფრაზა: ,,შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ დაპატარავდი”.
ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს, იმუშაონ ფორმატებზე და წარმოადგინონ ამ ფრაზის აზრი.(2წთ.)
აქტივობა 2.ჯგუფები მუშაობენ. (10 წთ.)
აქტივობა 3. ნამუშევრების პრეზენტაცია.(8წთ.)

                                    B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
აქტივობა 4. გეოგრაფიის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს, იმუშაონ და წარმოადგინონ საუკუნეების მიხედვით მიგრაციის გამომწვევი მიზეზები.(3წთ.)
აქტივობა 5. ჯგუფები მუშაობენ.(10 წთ.)
აქტივობა6. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ სლაიდ-შოუს ჩვენებით Power Point-ის გამოყენებით. (10წთ.)
აქტივობა 7.ქართულის მასწავლებელი  ჯგუფებს ავალებს წარმოადგინონ მხატვრულ ნაწარმოებებში, კინემატოგრაფიაში როგორ აისახა მიგრაციის შედეგები. (2წთ.)
აქტივობა 8. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ კომპიუტერის დახმარებით.(10წთ.)
აქტივობა 9. გეოგრაფიის მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს წარმოადგინონ წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგები მიგრაციასთან დაკავშირებით. (2წთ.)
აქტივობა 10. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას წარმოდგენილ მასალაზე (5წთ.)


                                   C ფაზა (გამთლიანება)
აქტივობა 11. კლასში იმართება დისკუსია თემაზე: ,,უნდა წავიდნენ თუ არა ემიგრაციაში საქართველოდან?”(10წთ.)
აქტივობა 12.(3, 2, 1) მოსწავლეებს ევალებათ წერილობით ჩამოაყალიბონ 3 საკითხი, რომლებიც მოეწონათ საგაკვეთილო პროცესში, 2 საკითხი, რომლებიც არ მოეწონათ, 1 საკითხი, რომელსაც შეცვლიდნენ. ნაწერები გამოიფინება  თვალსაჩინო ადგილას. (10წთ.)
ყველას მიეცემა საშუალება, გაკვეთილის დამთავრებისას ,,იმოგზაურონ გალერეაში”.
    საშინაო დავალება- დაწერონ ჩანახატი: (5წთ.)                
     ...ნელ-ნელა ხვდებოდი, თუ სადაური ხდებოდი,
        ენას ავიწყდებოდი, სხვა მიწაზე რჩებოდი....


გაკვეთილის ჩატარების თარიღი:

24.02.2012წ.

Wednesday, April 13, 2011

სასწავლო პროექტი

 1.პროექტის სახელწოდება:      ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია
  2.პროექტის მთავარი იდეა:      ტაო-კლარჯეთის ძეგლების ისტორიისა და გეოგრაფიული   მდებარეობის შესწავლა, ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში ,რომ გაემგზავრონ ტაო- კლარჯეთში, მოინახულონ მდ.ჭოროხს იქით მცხოვრები ,,ჩვენებურები”, შეიტყონ მათგან  ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღნიშნული  ისტორიული ძეგლების წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ, გადაიღონ ფილმი და დაბრუნებისას მოახდინონ ამ ძეგლების პოპულარიზაცია.  
 3.პროექტის აქტუალობა:    პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს დაუგროვდებათ საინტერესო  მასალები ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების შესახებ, გაუჩნდებათ სურვილი, წვლილი შეიტანონ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოფრთხილებაში ,დაცვასა და პოპულარიზაციაში.
 4.პროექტის მიზნები:   მოსწავლეები შეისწავლიან ,რომ  ტაო-კლარჯეთის სახელწოდებით აღინიშნება ძველი ქართული ისტორიული მხარეები, რომელთა უმეტესობა ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.  ეს ტერიტორია სამხრეთ საქართველოს შეადგენდა და მასში შედიოდა: სპერი, თორთუმი, კლარჯეთი, ტაო , შავშეთი, არტაანი,კოლა, სამცხე, ჯავახეთი... საქართველოსთვის ტაო- კლარჯეთი, უპირველეს ყოვლისა, ღირსშესანიშნავია სამი ძირითადი მოვლენით: 1.საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება პირველად ამ გზით შემოვიდა; 2.ერთიან ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოს აქ ჩაეყარა საფუძველი;  3. აქ შეიქმნა ქართული კულტურის საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების, სასულიერო მწერლობის , მონუმენტური ფერწერის და სხვა უმნიშვნელოვანესი ძეგლები.                        
  5.მონაწილეთა ასაკი:  15-16 წლები
.6.ვადები/ხანგრძლივობა:    8 თვე. 
  7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეითვისებენ, რომ ეს მხარე ყველა ქართველისათვის განსაკუთრებით ძირფასია და ცნობილი, როგორც წმ. გრიგოლ ხანძთელის სამოღვაწეო ასპარეზი, სადაც მან და მისმა მოწაფეებმა არაჩვეულებრივი მასშტაბით გაშალეს  სამონასტრო მოძრაობა- ახალი მონასტრების დაარსება და ძველების განახლება. ტაო- კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებობდა ორ-ორი საეპისკოპოსო კათედრა : კლარჯეთში -ანჩი და ტბეთი, ხოლო ტაოში იშხანი და ბანა. ისინი გაუქმნდა მე-18 საუკუნეში ოსმალეთის ხელისუფლების გაბატონების გამო. მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი, მოინახულონ ისტორიული ტაო-კლარჯეთი, მოიძიონ ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ეპარქიების ისტორია და შეადგინონ ერთგვარი კრებული ამის შესახებ, შეიტანონ თავიანთი მოკრძალებული წვლილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. 
 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები- 1) ვალერი სილოგავა, კახა შენგელია  ,,ტაო-კლარჯეთი”. თბ. 2006წ.   2)საქართველოს ისტორია -რედ.ნ.ასათიანი 1988წ.  3) ივ. ჯავახიშვილი ,,მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის”.  4) ვიდეო-კამერა. 5)ციფრული ფოტო-აპარატი. 6)ლეპ-ტოპი.        
 9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად .1-ლი ჯგუფი შეისწავლის საქართველოს ძირძველი კუთხის ტაო-კლარჯეთის ისტორიასა და გეოგრაფიას, მოიძიებს ინფორმაციას იქ არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ. მე-2 ჯგუფი გაეცნობა და გამოიკვლევს ამ კუთხეში მცხოვრები ქართველი  მოსახლეობის, მეტყველებას,იქ შემორჩენილ ლეგენდებებსა და თქმულებებს. მე-3 ჯგუფი  გაეცნობა გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” წარმოდგენილი წმინდანების მოღვაწეობას,მოიძიებს ფოტო-მასალას, მოაწყობს გამოფენას, გამოსცემს ბროშურებს. მე-4 ჯგუფი შეაჯერებს წინა ჯგუფების  მიერ მოძიებულ ინფორმაციას სამეცნიერო, ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურასთან.  გამოკვლეული მასალის საფუძველზე შეადგენენ ბუკლეტებს მოცემული ისტორიული ძეგლების შესახებ,რათა ხელი შეუწყონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შემდგომ დაცვასა და პოპულარიზაციას . მთლიანი კლასი დაამუშავებს საექსკურსიო მარშრუტს და გაემგზავრება ტაო-კლარჯეთში.   
 10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს ქართულ ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ისტ-ში და გამოიკვლევენ ხელოვნებისა და საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს.                                                           ქართულში:   ისწავლიან აზრის დალაგებულად გადმოცემას, გამართულად წერას, შთაბეჭდილების გამოხატვას და გაზიარებას, პრეზენტაციების გაკეთებას, მოიძიებენ თქმულებებსა და ლეგენდებს.  გეოგრაფიაში:      გაეცნობიან ტაო-კლარჯეთში არსებული ისტორიული ძეგლების ადგილმდებარეობას, გამოიკვლევენ ჰავას,კლიმატს, იქ არსებულ მდინარეებს და ა.შ.    ისტორიაში:      გაეცნობიან ეპოქას, როცა მოღვაწეობდნენ წმ. გრიგოლ ხანძთელი და მისი ძმები, შეიტყობენ მათს წვლილს საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში, ჩამოუყალიბდებათ ისტორიული კვლევის უნარები.  ისტ-ი:     ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციებს, დაამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით და ამ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
  11. პროექტის ხელმძღვანელი :   მზია ეგიაშვილი, ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mziaegiashvili@gmail.com
 13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: